ბადრა გუნბამ მულტფილმის პერსონაჟი გაახმოვანა

კოლაჟი: კადრი მულტფილმიდან და ბადრა გუნბა

ოკუპირებულ აფხაზეთში სრულდება მუშაობა 36-წუთიან ანიმაციურ ფილმზე „ნართ სასრიყვა“, რომელიც აფხაზური ზღაპრის მოტივებზე შეიქმნა.

„აფსნიპრესის“ ცნობით, პროექტს სცენარისტი და რეჟისორ-ანიმატორი ასტამურ კვიცინია ხელმძღვანელობს.

მულტფილმი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და ე.წ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იქმნება. გუნბამ მულტფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი თავად გაახმოვანა.

კვიცინიას განცხადებით, მულტფილმი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში იქნება მზად. პრემიერის ზუსტ თარიღებსა და ჩვენების ადგილებს ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაცხადებენ.

ასევე ნახეთ

აფხაზეთში უკვე 1700 ტონა ბენზინი შევიდა - აძლიერებს ნდობას თუ საოკუპაციო რეჟიმს?

„ნართ სასრიყვა“ აფხაზური ნართების ეპოსის თქმულებაა გმირ სასრიყვაზე, რომელიც ნართებს იცავს და არაერთ საგმირო საქმეს ასრულებს.