ბათუმის მერია საგანგებო რეჟიმით მუშაობს
Your browser doesn’t support HTML5
ძლიერი ქარის გამო საგანგებო ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ქალაქ ბათუმის მერია. ზოგიერთ ქუჩაზე ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და მინები ჩაამსხვრია. მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა ფანჯრები და წაიქცა ღობეები, რომლითაც სამშენებლო ტერიტორია იყო შემოსაზღვრული. ძლიერმა ქარმა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დააზიანა მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები და მოგლიჯა ხეები.