ბათუმში ორი კატერის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ანბანის კოშკისა და „ალი და ნინოს“ ძეგლის მიმდებარე სანაპიროზე, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა.

„აჭარა თაიმსის“ ცნობით, კატერებზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩავარდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არ აღენიშნებათ, წერს „ინტერპრესნიუსი“.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

საქართველოში არ შემოუშვეს გერმანიაში მცხოვრები მსახიობი ბექა ბედიანაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.