ბლოგერს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება.
მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი პოსტის ან განცხადების გამო აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე.
ლევშიცის დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის ნაგატინსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და ის ძალაში იქნება „მისი ექსტრადიციიდან ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებიდან ორი თვის განმავლობაში“.
ივლისში ლევშიცი რუსეთმა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა, მანამდე კი „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადა.
ლევშიცი წარსულში რუს ოპოზიციონერებთან თანამშრომლობდა. საქართველოში კი 2019 წელს ჩამოვიდა - მას შემდეგ, რაც მის სახლში ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა.
ასევე ნახეთ
გაერთიანება „რუსები ბათუმში“ მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა14 აგვისტოს მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში მოქმედი „რუსები ბათუმში“ - რუსეთის მოქალაქეების დიასპორული გაერთიანება.