ბორჯღალოსნების შემადგენლობა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 10 ნოემბერს გასამართი მატჩისთვის. ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა დაასახელა ბორჯღალოსნების სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობა, რომელსაც იტალიის წინააღმდეგ ათამაშებს. საქართველოსა და იტალიის მატჩი ფლორენციაში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.