გადაწყვეტილების დღე: უკრაინელებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმირ ზელენსკი ზეიმობს კიევში, მას შემდეგ, რაც ეგზიტ-პოლმა აჩვენა, რომ მან დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება.
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დამარცხებას აღიარებს, ეგზიტ-პოლის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. მან მეტოქეს, ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.
უკრაინელი სამხედროები ხმის მისაცემად რიგში დგანან საგანგებო უბანზე, რომელიც ლუგანსკის რეგიონში, სოფელ კრიმსკოეშია გახსნილი.
უკრაინელი სამხედრო ბიულეტენს ათავსებს ყუთში. არჩევანი ორია - მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და მისი მეტოქე, პოლიტიკური აუტსაიდერი, ვლადიმირ ზელენსკი.
უკრაინელმა სამხედროებმა საგანგებო კარვებში მისცეს ხმა.
საარაჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ყუთი მიიტანა ფრონტის ხაზზე მდებარე სოფელ ნოვოტროიცეში, დონეცკის რეგიონში. როგორც ეს ჭიშკარიც მოწმობს, აქ სახლების უმრავლესობა სროლის შედეგადაა დაზიანებული.
დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოტროიცეში, ხმის სახლში მისაცემად 50-ე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ყუთები კარდაკარ დააქვთ, რათა ხანდაზმულმა ამომრჩევლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა შესძლონ.
დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოტროიცეში ქალი ბიულეტენს აკვირდება.
13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო ბრძოლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოტროიცეშია ჩასული.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ნოვოტროიცეში უფრო მეტი მოქალაქე მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
საარჩევნო უბანი კიევში, 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას.
კიევის ერთ-ერთ უბანზე მამაკაცი ბიულეტენს ათავსებს ყუთში.
უკრაინული ოჯახი სამახსოვრო ფოტოს იღებს კიევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.
ბავშვი ელოდება მშობლებს, რომლებიც ხმის მისაცემად არიან შესულები კიევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.
მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ესაუბრება რადიო თავისუფლებას, მას შემდეგ, რაც ის კიევის ოფიცერთა სახლში ხმის მისაცემად მივიდა მეუღლესთან, მარინა პოროშენკოსთან ერთად.
პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმირ ზელენსკი კიევის ერთ-ერთ უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ. რადიო თავისუფლების კითხვას, რა იქნება ის პირველი საკითხები, რომლებსაც ის ხელს მოკიდებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან უპასუხა: „ომი და კორუფცია“.
ფემინისტური ჯგუფის, „ფემენის“ აქტივისტი საპროტესტო აქციას მართავს იმ საარჩევნო უბანთან, სადაც ვლადიმირ ზელენსკიმ მისცა ხმა. ქალი ამბობს, რომ ზელენსკის გაპრეზიდენტება შესაძლოა „სასაცილო ხუმრობაში“ გადაიზარდოს.
ამომრჩეველი ხმას აძლევს კიევის ერთ-ერთ უბანზე.