გამომგონებელი ბავშვები

Your browser doesn’t support HTML5

უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის - ასე ჰქვია სენაკელი გოგონების გამოგონებას, რომელიც სამეცნიერო კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“, წლევანდელი გამარჯვებული გახდა. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ხმოვან ბრძანებაზე რეაგირებს, ირჩევს მედიკამენტს და ამის შესახებ უსინათლოს ატყობინებს. მაგრამ ამით არ ამოიწურება ის ყველაფერი, რაც ამ ხელსაწყოს შეუძლია. ეს და კიდევ 18 პროექტი მოხვდა იმ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ფინალში, რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა და რომლის მიზანიც სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა. ახალგაზრდა მეცნიერების პროექტები 15 ნოემბერს თიბისი გალერეაში გამოიფინა. კონკურსის ორგანიზატორი შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდია.