გამომგონებელი გოგოები საქართველოდან

Your browser doesn’t support HTML5

11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა, რომლის ერთ-ერთი მიზანი გამომგონებელი გოგოების ხელშეწყობაა, რადგან მსოფლიოში მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ქალების დეფიციტია. ისინი ამ სფეროში მხოლოდ 30 %-ს შეადგენენ. წლევანდელი გოგოების დღის მთავარი მოწოდება კი ასე ჟღერს: „კვალიფიციური გოგოების სამუშაო ძალა“. გაიცანით მეთორმეტეკლასელები თბილისიდან - დეა ილარიონოვა, შორენა და მარინა გუჯაბიძეები, რომლებიც მიკრობიოლოგიისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით უკვე არაერთი გამოგონების ავტორები არიან. მათ მესამე ადგილი აიღეს ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე, სადაც მსოფლიოს გამომგონებელი ბავშვები მონაწილეობდნენ.