რას ნიშნავს კარგი პოზიცია Doing Business-ის რეიტინგში?

Your browser doesn’t support HTML5

"როდესაც პატარა ბაზარი ხარ, ისედაც ბევრი სირთულეებით - ოკუპაცია, მეზობლების კონფლიქტი, გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას", - ამბობს გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი "დილის საუბრებში". ეკონომისტი განმარტავს საქართველოს წარმატებას Doing Business 2019-ის რეიტინგში და თითოეული კრიტერიუმის შინაარსს, რომლითაც დგება ქვეყნის ადგილი ამ სიაში. გია ჯანდიერის აზრით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ Doing Business-ში საქართველოს მე-6 ადგილი "კარგად გაყიდოს" ინვესტორების მოსაზიდად. თუმცა, "დილის საუბრების" სტუმარი ვრცლად ლაპარაკობს ფაქტორებზე, რომლებიც დღეს ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.