გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანზე

Your browser doesn’t support HTML5

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივნად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა. „ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია, ისევე როგორც ძალისხმევაც, იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური", - განაცხადა გიორგი გახარიამ 19 იანვარს, მთავრობის სხდომაზე.