"ხარჯების ოდენობა ნაკლები პრობლემაა. პრობლემაა გაუმჭვირვალება"

8 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ გამოკვლევის შედეგებზე. ნაშრომში მიმოხილულია 2013-2017 წლების ინფორმაცია. სარეზერვო ფონდები ყოველწლიურად იქმნება და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად არის გათვალისწინებული. IDFI-ს გამოკვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 600 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომლის 26% ღონისძიებებზე მოდის. გიორგი ლომთაძე ლაპარაკობს ხარჯვის პროცედურის გაუმჭვირვალებაზე და აღნიშნავს, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი. "დილის საუბრების" სტუმარი ჩამოთვლის ისეთ ხარჯებსაც, რომლებსაც გამოკვლევის ავტორები გამართლებულად თვლიან.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ლომთაძე სარეზერვო ფონდზე