"თავისთავად "მცირე მთავრობა" არაფერს ნიშნავს", თუ არ გვეტყვიან ამის უკან რა დგას"

19 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა "მცირე მთავრობის" არსზე - იდეაზე, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ახსენა და მოგვიანებით განმარტა, რომ ის სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირებას გეგმავს. გიორგი ონიანის თქმით, თავისთავად სამინისტროების რაოდენობის შემცირება არ არის საკმარისი მთავრობის ხარჯების შემცირებისთვის და მითუმეტეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაზოგილი რესურსი ეკონომიკაში ჩაიდოს.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ონიანი "მცირე მთავრობაზე"