გიორგი: ჩემს დარჩენას საქართველოში აზრი არ ჰქონდა

გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტატში მდებარეობს თავშესაფარი, რომელშიც ამჟამად 11 ქართველი იმყოფება. მათ არ ისურვეს ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ ბერლინში, ანონიმურობის დაცვით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შევხვდით და ვესაუბრეთ გიორგის. მას თავდაპირველად ვკითხე, თუ რამ აიძულა დაეტოვებინა სამშობლო და ეძებნა თავშესაფარი გერმანიაში.