„ცხოვრებაში მთავარი თავისუფლებაა“ - ამბობს „შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირი, კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, რომელმაც თავისი 20 წლიანი კარიერა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შარშან დაასრულა.
„ბუ“ მადლობას უხდის თავის პირველ გულშემატკივარს - დედას და პირველად ყვება ისტორიებს, რომლებზე საჯაროდ თითქმის არასდროს უსაუბრია: სტიქიის დროს დახმარებას, კარიერის ყველაზე მტკივნეულ გადაწყვეტილებებსა და უარს ღირსების ორდენზე.