გოლუნოვის საქმე

ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებას ნარკოტიკების შენახვა-გავრცელების ბრალდებით მოჰყვა უპრეცედენტო სამოქალაქო პროტესტი, აქციები რუსეთში სამართლებრივი განუკითხაობის წინააღმდეგ. რატომ ითამაშა გოლუნოვის საქმემ კატალიზატორის როლი?

  • როგორ უსწორდებიან რუსეთში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს?
  • მოასწავებს თუ არა ცნობილი რუსი ჟურნალისტის გათავისუფლება სხვა რეპრესირებულთა საქმეების გადახედვასაც? ინტერვიუ რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ჟურნალისტთან, იაროსლავ შიმოვთან.
  • რა გადახდათ თავს ჟურნალისტებს თბილისში პრაიდის აქციის გაშუქებისას?
  • "შინ - უცხოეთში": რას ასწავლის ჰანოვერში სოცმუშაკობა იურისტ ზურაბ ბაკურაძეს.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.