გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. მოზარდს მანქანა დაეჯახა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ავტომობილს მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და ის უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.