"საზოგადოებაში ბუნდოვანებაა იმ საკითხზე, სადაც ვართ ცამდე მართლები"

9 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით ბატაშვილი, "რონდელის ფონდის" მკვლევარი. მან ილაპარაკა რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადებისა და მისი დაწყების ქრონიკაზე. დავით ბატაშვილის ნაშრომში - "7 აგვისტო: როგორ მოამზადა და დაიწყო რუსეთმა 2008 წლის ომი საქართველოს წინააღდეგ" - მოყვანილია არაერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის არმია 7 აგვისტოს შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ საქართველოში თავისი სამხედრო ძალა საქართველოს ხელისუფლების სამხედრო მოქმედებების პასუხად 8 აგვისტოს შეიყვანა, რომ რუსეთის მოქალაქეები დაეცვა, რაც, მოსკოვის აზრით, ლეგიტიმურს ხდიდა მის მოქმედებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დავით ბატაშვილი თვლის, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ საზოგადოება იმსახურებს ომის შესახებ "ახლებურ ხედვას" - დეზინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯების გარეშე. დავით ბატაშვილი აგრეთვე ამბობს: "რომ არა ის არაადეკვატური რეაქცია, რაც იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ, ბევრად მცირე შანსი იქნებოდა შემდგომში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა".

Your browser doesn’t support HTML5

დავით ბატაშვილი რუსეთის მიერ აგვისტოს ომის მზადებაზე