ქართული დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

ქართულ ძიუდოში უსიამოვნო დღეები გრძელდება. 26-28 აპრილს ტელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უმედლოდ დარჩენის შემდეგ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ქვეყანაში ძიუდოს განადგურებაში დაადანაშაულა, თავად ქევხიშვილმა კი ევროპირველობიდან დაბრუნებისთანავე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ზურაბ ზვიადაური და სპორტსმენთა ნაწილი სიტუაციის გამოსწორების გზას ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომაში ხედავენ.