დეკანოზები მარიხუანის ლეგალიზებას აპროტესტებენ

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ბოდიში მოიხადონ და გადაწყვეტილება შეცვალონ“ - ასე ეხმაურებიან დეკანოზები დავით ქვლივიძე და დავით ნოზაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის თაობაზე და აცხადებენ, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გენოციდის ტოლფასი გადაწყვეტილება.

Your browser doesn’t support HTML5

დეკანოზების პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს და მარიხუანის ლეგალიზებას

მათ სჯერათ, რომ ასეთი საკითხები ქვეყანაში რეფერენდუმით უნდა წყდებოდეს. ასევე იზიარებენ მამა ანდრია ჯღამაიძის იდეას - საერთოდ გაუქმდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების იდეას იზიარებს უმრავლესობის დეპუტატი მირიან წიკლაურიც.