დეპორტირებულ ვაინახთა გზა ყაზახეთის სტეპებამდე

Your browser doesn’t support HTML5

23 თებერვალი, როცა რუსეთი „მამულის დამცველთა დღეს“ აღნიშნავს, გამორჩეული, მძიმე თარიღია ჩეჩნებისა და ინგუშებისათვის. 75 წლის წინ, 1944 წელს, სწორედ 23 თებერვალს დაიწყო ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება მშობლიური მიწიდან შორეულ შუა აზიაში, მათი დიდიან-პატარიანად დასჯა, თითქოსდა, გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციისათვის. დეპორტაციის დღე აღინიშნა ყაზახეთის სტეპებში მდებარე ქალაქ ატბასარში, სადაც დღემდე ცხოვრობენ დეპორტირებული ვაინახები და მათი შთამომავლობა.