შინ - უცხოეთში. ეთერ ფაღავა: საქართველოში უსათუოდ "უნდა მივცე მასტერკლასი"

Your browser doesn’t support HTML5

საბჭოთა საქართველოში ტელევიზიით გამოაცხადა ეთერ ფაღავამ, "საქართველო თავისუფალი უნდა იყოსო". 12 წლისა უკვე სცენაზე იყო დიდ მოცეკვავეებთან ერთად, 15 წლისა კი - პრიმა-ბალერინა "მარკიზ დე კუევასის გრანდ ბალეტში". ნოე ჟორდანიას 86 წლის შვილიშვილი ცეკვას ასწავლის პარიზში და დიდია მისი სურვილი საქართველოში ჩაატაროს მასტერკლასი.