"არა ფობიას" ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

პლატფორმა "არა ფობიას" პროკურატურისგან უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან თვლის, რომ ეს არა ერთი პირის მიერ, არამედ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული იყო.

განცხადების ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი განმარტავს პლატფორმის პოზიციას. ცოტათი ადრე უფლებადამცველების აქტიურობის შედეგი იყო ის, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა სიძულვილის მოტივის დამატებით.

25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს. საქმეზე დაკავებულია ორი პირი, რომელთაგან ერთს მკვლელობაში, მეორეს კი დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. ადვოკატების თქმით, ეს უკანასკნელიც მონაწილეობდა მკვლელობაში და ეს ყველაფერი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასვე ადასტურებენ მოწმეები.

ეკა ქობესაშვილის თქმით, ჯერ კიდევ არ არის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ქობესაშვილი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე