"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა, არ ყოფილა პროაქტიული იმ პრობლემებისადმი, რომლებიც ქუჩაში, სხვადასხვა სივრცეში ფიქსირდება"

ეკა ციმაკურიძე, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ხელმძღვანელი

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კომიტეტი უნდა აკეთებდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა და გამოყო რამდენიმე მოვლენა/საკითხი, რომელზეც კომიტეტმა არასათანადო რეაგირება მოახდინა:

“ჩვენი პარლამენტის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა, სამწუხაროდ, როგორც სრული სურათი გვიჩვენებს, არ ყოფილა პროაქტიული, განსაკუთრებულად აქტიური, მიმართული იმ პრობლემებზე, რომლებიც ქუჩაში, სხვადასხვა სივრცეში ფიქსირდება”.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამოყოფს 20-21 ივნისის მოვლენებს, მიმდინარე წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები, პოლიციის არაეფექტიანი მოქმედება აქციებისა და კონტრაქციების მონაწილეთა მიმართ და ა.შ..

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ციმაკურიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობაზე