ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში

ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართა "ბლექ სი არენაზე".

მუსიკოსი საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე უნდა ჩამოსულიყო.

შარშანდელი კონცერტი გადაიდო გიტარისტ დევი ჯოუნსთოუნის ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ელტონ ჯონის გამოსვლამდე მაყურებლის წინაშე წარდგა ჯგუფი Kennedy Administration-ი.

კონცერტის დაწყებამდე მომღერლის თაყვანისმცემლები ფოტოებს იღებდნენ ელტონ ჯონის მსგავსად გამოწყობილ მსახიობებთან.

ფეხბურთის მოყვარული მელომანებისთვის სპეციალური ეკრანიც განათავსეს.

ელტონ ჯონი და მისი ბენდი "ბლექ სი არენაზე".

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი სცენაზე.

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში "ბლექ სი არენაზე" გაიმართა.

ელტონ ჯონის თაყვანისმცემლებმა ირანიდან და რუსეთიდან საყვარელი შემსრულებლის ავტოგრაფი მოიპოვეს.