ეს უნდა გვახსოვდეს! (არადა, არ გვახსოვს!)

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის ცენტრში მდებარე ამ შენობებს ბევრი ყოველდღე ჩავუვლით ხოლმე. თუმცა, ხშირად არ ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ზოგიერთ მათგანს საქართველოს ისტორიისათვის. ერთგან დღეს თეატრალურ კოსტიუმებს აქირავებენ, თავის დროზე კი მთავრობის სახლი უნდა ყოფილიყო. სხვაგან კბილის კლინიკის ეზოა, ადრე კი იქ თბილისის დაცვისას დაღუპული მეომრების ცხედრები ესვენა. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ რამდენიმე თანამშრომელი დროდადრო, დაინტერესებული პირებისთვის თბილისის ტურს აწყობს, სადაც ამ და სხვა შენობების ისტორიას მიმოიხილავენ. „სოვლაბის“ ერთ-ერთ მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ნიკო ნერგაძემ სთხოვა, ტურის ერთგვარი მინი ვერსია მოეწყო და ეჩვენებინა პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული რამდენიმე შენობა ეჩვენებინა.