ესმა - გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ახალი ელჩი

Your browser doesn’t support HTML5

ესგა გუმბერიძე რადიოში გადაცემის ავტორი და წამყვანია, შშმ პირების უფლებადამცველი, ახალგაზრდა ევროპელთა ელჩი და ახლა უკვე გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელიც. ის ოქტომბერში წავა სამიტზე და ახალგაზრდობის პრობლემებზე იქიდანაც ილაპარაკებს, ჩამოსული კი ტრენინგების ჩატარებასა და ქვეყნის შიდა გაცვლითი პროგრამის განხორციელებას აპირებს.