ექსპერტიზის საფუძველზე არჩილ ტატუნაშვილის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მრავლობით დაზიანებაზეა საუბარი, დაზარალებულმა მხარემ დასკვნის იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათი აზრით, არასრულყოფილად იყო შესწავლილი.