ვერის აღმართი შესვენებებით

Your browser doesn’t support HTML5

80 წლის ნანა მეგრელიშვილი მარტოხელაა. პენსიამდე იგი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. როგორც თავად ამბობს, კარგი სამსახურივით წლებია, ყოველდღე მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას გადის ვერის აღმართზე. ეს გზა „უფასო“ სასადილომდე ნანა მეგრელიშვილთან ერთად რადიო თავისუფლებამაც გაიარა.