ვიდეო მოწმობს, როგორ დაიღუპა მინსკში საპროტესტო გამოსვლების მონაწილე

Your browser doesn’t support HTML5

ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ბელარუსელი დემონსტრანტის, ალიაქსანდრ ტარაიკოუსკის დაღუპვაა ასახული, ოფიციალური პირების განცხადების საპირისპიროდ, ცხადყოფს, რომ ის არ მომკვდარა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომლის სროლასაც თითქოსდა „ომონის“ მიმართულებით აპირებდა. ტარაიკოუსკი 10 აგვისტოს აქციაზე დაიღუპა. საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა თავი.