ვინ არიან „ჰამიდები“?

Your browser doesn’t support HTML5

„მე ვარ ჰამიდი“, „ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ“ - ვიდეო ამ გზავნილებით სოციალურ ქსელ ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჯგუფმა გარდაბნის სოფელ კალინინოს მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს, რომელსაც გოგოს მოტაცების გაპროტესტების გამო ლამის მთელი სოფელი დაუპირისპირდა, მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ეს ახალგაზრდები ამბობენ, რომ ცალ-ცალკე ბრძოლას აზრი არა აქვს - საჭიროა ერთად იზრუნონ ცვლილებებისთვის. ჰამიდის ამბავი - კამპანია „სალამის“ მთავარი ბიძგი გახდა. მათ წინ დიდი გეგმები აქვთ, რომელსაც რადიო თავისუფლებასაც უზიარებენ.