ზაზა სარალიძე პატრიარქმა აზიარა

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ აზიარა. „ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა,“ - თქვა პატრიარქმა ილია მეორემ ტაძარში ქადაგებისას. სიონის ტაძრიდან ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა. მათ კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა. ზაზა სარალიძის განცხადებით, სტუმრობისას მისი შვილის საქმეზე საუბარი არ ყოფილა.