ზღარბმა ფეხი იტკინა

Your browser doesn’t support HTML5

პატარა ზღარბის ამბით "ფეისბუკზე" არაერთი ადამიანი დაინტერესდა. მისი ახალი პატრონი სოფო მიქუტიშვილია. ჯერ უსახელო ზღარბი სამ ძაღლთან, თუთიყუშებთან და ზაზუნასთან ერთად სოფოს სახლში იცხოვრებს. ექიმთან ვიზიტი ჩანიშნულია და რენტგენის გადაღების შემდეგ გაირკვევა როგორ უმკურნალებენ მას.