ზღვარზე: რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობა ფოტოებზე

უკრაინელი სამხედრო ჩამოდის კიბეზე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ფრონტის წინა ხაზზე, დონეცკის რეგიონში, 22 იანვარს.

ახალ ფოტოებზე ასახულია უკიდურესად დაძაბული შეხების ხაზი უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის, რომელთაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ასევე რუსული მანევრები უკრაინულ საზღვართან და მზადება, დაკავშირებული კრიზისთან, რომელიც ფრონტის ხაზისგან შორს მიმდინარეობს.

რუსი ჯარისკაცი ისვრის ანტისატანკო ყუმბარმტყორცნიდან წვრთნების დროს კუზმინსკის პოლიგონზე, რუსეთის როსტოვის ოლქში, 21 იანვარს. პოლიგონი უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრშია. რუსეთმა 125 ათასზე მეტი ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან.

ამერიკელი მფრინავი ამზადებს სამხედრო აღჭურვილობის ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად. დოვერის სამხედრო-საჰაერო ბაზა დელავერში, 21 იანვარს.

ამერიკელი სამხედრო ამზადებს საბრძოლო მარაგით სავსე ყუთებს უკრაინაში გასაგზავნად დოვერის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, 21 იანვარს. აშშ-ის საელჩომ კიევში 22 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-დან დაახლოებით 90 ტონა იარაღი შევიდა დახმარების სახით.

„ტერიტორიული თავდაცვის ძალების“ მოხალისეთა წვრთნა კიევის პარკში 22 იანვარს.

რუსი სამხედროები ემზადებიან ნაღმსატყორცნის გასასროლად კუზმინსკის პოლიგონზე წვრთნების დროს, 21 იანვარს.

ფოტო გადაიღო აშშ-ის საელჩომ კიევში. ბრიტანეთმაც და აშშ-მაც განაცხადეს საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლის და მათი ოჯახების გამგზავრების შესახებ უკრაინიდან მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა დაძაბულობის შენელება.

ადგილობრივი მოსახლეობა და კურსანტები რეგიონისა, რომელსაც სეპარატისტების ჯგუფი აკონტროლებს რუსეთის დახმარებით და რომელიც თავის თავს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ უწოდებს, 22 იანვრის ცერემონიისას, რომელიც შვიდი წლის წინ დონეცკში, ტროლეიბუსის სასიკვდილო დაბომბვის ხსოვნის აღსანიშნავად ჩატარდა.

უკრაინის „ტერიტორიული დაცვის ძალების“ წევრები კიევის პარკში წვრთნისას, 22 იანვარს.

სეპარატისტული რეგიონის (თავის თავს დონეცკის სახალხო რესპუბლიკას უწოდებს) მოსახლეობა აკვირდება საპატიო ყარაულს 22 იანვრის ცერემონიისას, რომელიც დონეცკის ტროლეიბუსის დაბომბვის მეშვიდე წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა.

უკრაინელი სამხედრო შეშას ჩეხს წინა ხაზზე, სოფელ ნოვომიხაილოვკის მახლობლად, დონეცკის რეგიონში, 21 იანვარს.

უკრაინელი ჯარისკაცი კამუფლაჟით სეპარატისტების პოზიციებს ზვერავს დონეცკის ოლქში, 21 იანვარს.