± 21: თავშესაფარი

Your browser doesn’t support HTML5

ცხოველთა თავშესაფარი მისი ბინადრებისთვის ციხეა. ძაღლებისა და კატების გარდა, დათვების თავშესაფრის აუცილებლობაც დადგა. რამ გამოიწვია ეს და როგორ შეიძლება შევუქმნათ იდეალური პირობები ცხოველებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ? რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ცხოველები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილ თავშესაფრებში არიან მოთავსებულნი, თავისუფლები იყვნენ? ± 21 ათვალიერებს თავშესაფრებს თბილისსა და ცხვარიჭამიაში.