თამარ ამაშუკელი: “ ვაკის პარკი დასაცავია!“

27 იანვარს სპორტის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვით გამოხატავენ პროტესტს ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ.

ჩვენს ყოველდღიურ პროგრამაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, ვაკის პარკის დაცვის ისტორიას შეგვახსენებს. გიორგი გვახარიასთან საუბარში ის ხსნის, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაკის პარკის დაცვა და როგორი უნდა იყოს ქალაქის ხელისუფლების პოზიცია „მწვანე სივრცეში“ დაწყებული და დაგეგმილი მშენებლობების მიმართ.

თამარ ამაშუკელი იხსენებს საპროტეტსტო აქციებს, რომლებიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ იმართებოდა. თავის დროზე აქ მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო გარემოსდამცველთა სარჩელი, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თაობაზე მერიის განკარგულების გაბათილებას მოითხოვდა, გარემოსდამცველები არ დაუშვებენ ვაკის პარკში მშენებლობის განახლებას.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ ამაშუკელი: “ ვაკის პარკი დასაცავია!“