თანამშრომლობა ნოსტალგიისა და სანტიმენტებ​ის გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

ამ დღეებში ვაშინგტონში, ბრიუსელსა და ბევრ სხვა დედაქალაქში აღნიშნავენ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის, ნატოს, დაარსების 70 წლის იუბილეს. რა მიზნებს ისახავს, რა ფასეულობებს ეყრდნობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რა გზას ადგას ის დღეს? და კიდევ რა გზა უნდა განვლოს საქართველომ ნატოს - როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე - ღია კარში შესაბიჯებლად? ამ შეკითხვებზე პასუხის მოსაძებნად განვლილ კვირაში სხვადასხვა ქალაქში ვმუშაობდით. დავიწყოთ ვაშინგტონით - იქ პრაღიდან დავუკავშირდით „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს, ია მეურმიშვილს.