თბილისში თავს დაესხნენ ქვიარ ბარს

Your browser doesn’t support HTML5

19 დეკემბერს, თბილისში, ღამის 01:30-ზე თავს დაესხნენ ქვიარ სივრცეს, Success Bar-ს. ბარის მენეჯერის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას და ბარის დაცვის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი მტკიცებით, თავდამსხმელი ბარის სტუმრებსა და თანამშრომლებს ჰომოფობიური გამონათქვამებით მიმართავდა. შსს-ის განმარტებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ბარის მენეჯერი და დაცვის თანამშრომელი.