ინგა გრიგოლია: „დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ!“
Your browser doesn’t support HTML5
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ 2011 წლიდან მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება. უცნობი მამაკაცი ურეკავს და მოითხოვს მისგან ქონებისა და ფულის დაბრუნებას, მოითხოვს შვილის ნახვას. ინგა გრიგოლიას თქმით, მან არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ძალადობა არ შეწყვეტილა.