ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ტექსტში კრიტიკული ვერაფერი დაინახა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს მხარდამჭერი განცხადებაა და კრიტიკა არ იგულისხმება. 23 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ - სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით“.