ირაკლი ოქრუაშვილის 7 სკანდალური განცხადება

“ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს. რომ იცოდეთ რისგან მზადდება, აღარასოდეს შეჭამდით” - ეს ფრაზა პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას თქვა. მან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდებში მომხდარი არაერთი მოვლენა გაიხსენა.

აი, რამდენიმე ხმაურიანი განცხადება თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან:

ოქრუაშვილმა პროკურატურას ჩვენებები ირაკლი შოთაძის მითითებით მისცა

“სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები [“რუსთავი 2”-ის] დამფუძნებლებთან წილების გასხვისების შესახებ”, - წერია ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა გაასაჯაროვა.

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ დვალმა მისი ჩვენების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოაქვეყნა. იქვე, გაიმეორა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ის რაც ამ ჩვენებაში ეწერა, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მითითებით და ბიძინა ივანიშვილის თხოვნით დაწერა.

“სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში ვცხოვრობდი. პროკურორი რომ ვიყავი, მაშინ არ მაქვს იმდენი დრო გატარებული, რაც იმ სამი წლის წლის განმავლობაში. ეს იყო 2014, 2015 და 2016 წლებში, შემდეგ დავამთავრე მათთან ურთიერთობა. სამი წლის განმავლობაში ვცდილობდი მე მათთან ურთიერთობის დაახლოებას.

ეს მოიცავდა წინა ხელისუფლების უამრავ საქმეზე დახმარებას, გარკვეული სახის პოზიციების იმგვარად დაფიქსირებას, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებში იყო. სიტყვა მორალი, პატიოსნება, ზნეობა და კეთილსინდისიერება ვინმემ არ მიხსენოს ადეიშვილის, მერაბიშვილის და სააკაშვილის საქმეებთან მიმართებით იმის გამო, რაც მათ მე გამიკეთეს”, – თქვა ოქრუაშვილმა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი ირაკლი ოქრუაშვილმა ის გარემოებები დაასახელა, რის გამოც ჩვენების მიცემაზე დათანხმდა:

“მე დავიწყე საერთო ენის გამონახვა ბიძინა ივანიშვილთან , რომ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა და დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში, და მეორე, გარკვეული სახის, მინიმუმ ხელის არ შეშლა და მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო მათგან“.

მისი თქმით დახმარება ბიძინა ივანიშვილთან საკითხის მოგვარებაში მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს სთხოვა. სწორედ მან დააკავშირა ირაკლი შოთაძესთან.

ამ პროცესში მონაწილეობა დაადასტურა დავით უსუფაშვილმაც, თუმცა იქვე აღნიშნა: თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გამრიოს ამ საქმეში, ეს იქნება მორიგისაამაყოფურცელი მის ისტორიაშიოქრუაშვილს ჰქონდა სურვილი ეთანამშრომლა პოლიტიკურადოცნებასთანდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან. მე ეს კონკრეტული, ოქრუაშვილს მზაობა გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რომ შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეებსა და ჩვენებებზე და დანარჩენზე მერე ისაუბრებდნენ. ეს იყო და ეს”.

2007 წელს ოქრუაშვილის გირაო ქიბარ ხალვაშს არ გადაუხდია

2007 წელს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 მილიონი ლარის გირაო შეუფარდეს. მაშინ, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ნაწილი - 6,5 მლნ ლარი - გადაიხადა ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანიამ ”International Building Company-”მ, ხოლო დანარჩენი დაფარა თამაზ ნიჟარაძემ, ოქრუაშვილის ბიზნესპარტნიორმა.

დღეს, ირაკლი ოქრუაშვილი ამ ამბავს ასე ყვება: “ქიბარ ხალვაშს ეს ფული ჩაურიცხეს იუსტიციის სამინისტროდან გლდანის ციხის ტენდერის დავალიანების სანაცვლოდ და თვითონვე გადარიცხეს, რომ გამოეჩინათ, ნახე რამდენი ფული ჰქონია 10 მილიონი გირაო გადაიხადაო. ხალვაშს როგორც მაშინ არ ჰქონია არაფერი ისე არ არის მისი რუსთავი 2”, - ამბობს ოქრუაშვილი.

ის რასაც ოქრუაშვილი ამბობს, ქიბარ ხალვაშის 2015 წლის ინტერვიუში აქვს მოყოლილი. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გირაო უნდა დაეფარა, რაზეც მან უარი განაცხადა: ამას მოყვა ჩემი ძმის დაპატიმრება. პატიმრობიდან სამი დღის შემდეგ, დავუკავშირდი დათა ახალაიას და ვუთხარი, რომ ფულის სანაცვლოდ დავუთმობდიინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის", რომელიც სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებდა. ამ კომპანიას, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ სახელმწიფოსგან დიდი თანხები ჰქონდა ასაღები. თანხმობა განაცხადეს. ... ამ კომპანიას და მის საბანკო ანგარიშებსაც მანამდე ყადაღა დაადეს, ხოლო როგორც კი წილები გადაფორმდა, მეორე დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის ანგარიშებს, თურმე, ყადაღა აღარ უნდა ჰქონოდა. ერთი დღით მოხსნეს ყადაღა, ორი სამინისტროდან - იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროდან მოხდა ტრანსფერი ამ დაყადაღებული კომპანიის ანგარიშზე, ჩარიცხეს დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი და ისევ დააყადაღეს კომპანია. იმავე დღეს, ეს თანხები მიმართეს ოქრუაშვილის გირაოს ანგარიშზე, - იხსენებს ხალვაში.

ივანიშვილი დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა თავდაცვის ფონდში”

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ყოველწლიურად ურიცხავდა გარკვეულ თანხას.

"ივანიშვილი ყოველ წელს დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა თავდაცვის ფონდში. თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ნაშთი მქონდა დარჩენილი, ქეშის სახით, კაბინეტში მედო სეიფში. მივიტანე და ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე"- განაცხადა მან. აქვე დაამატა, რომ “ქართული ოცნების” ამჟამინდელი ლიდერი “ფულს იხდიდა უსაფრთხოებისთვის”, რომ წინა ხელისუფლება “მასზე არ გაბრაზებულიყო”

ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2016 წელს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დაკვეთით ესროლეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, როცა მას 2016 წლის გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ამ სროლის უკან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იდგნენ. როგორც მან თქვა ეს ინციდენტი სწორედ “რუსთავი 2”-ის დოკუმენტებს უკავშირდება, რომელსაც ის არ თმობდა.

“2016 წელს როდესაც მითხრეს რომ უარი უნდა მეთქვარუსთავი 2”-თან დაკავშირებით ჩემ პრეტენზიაზე და მე არ დავეთანხმე, გგონიათ ვიღაცხამსამგაბედა და გულში მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა. მე არ ვიყავი, კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის დათმობაზე უარი რომ ვუთხარი მაგის მერე მესროლეს, - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა

ოქრუაშვილის ამ განცხადებას ირონიული ტონით გამოეხმაურა თბილისი მერი. "რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუკის ხუმრობებზე: სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე

ოქრუაშვილმა 600 ათასი დოლარი შევარდნაძის ძალოვანი მინისტრისგან მიიღო

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მას არა მხოლოდ ივანიშვილი, შევარდნაძის მინისტრებიც კი უხდიდნენ ფულს. “მარტო შევარდნაძის ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 ათასი დოლარი მაქვს წამოღებული”, - თქვა ოქრუაშვილმა, ისე რომ ამ “ძალოვანი მინისტრის” ვინაობა არ დაუსახელებია.

ოქრუაშვილი აფინანსებდა "ვარდების რევოლუციასა" და "საკნების აქციას"

ოქრუაშვილის თქმით ის აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო “საკნების აქციას” და ქუჩის პროტესტს რუსთაველის გამზირზე ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქუჩის აქციები მისი ფინანსური მხარდაჭერით ეწყობოდა. მანამდე თქვა, რომ “ვარდების რევოლუცია” მისი დაფინანსებული იყო.

​ირაკლი ოქრუაშვილი დებს პირობას, რომდალევს ჩაისივანიშვილის ჭიქიდან

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ არჩევნებამდე აპირებს შექმნას “პოლიტიკური ჯარი” დათუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნები ისევ იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მე მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ, - ასეთია “გამარჯვებული საქართველოს” პოლიტიკური გეგმა.