პირველი გამოწვევა ექსპერტთა საბჭოსგან წამოვიდა - სასულიერო პირებისგან დაკომპლექტებული ორგანოდან, რომელიც ირჩევს და ზედამხედველობს უზენაესი ლიდერის საქმიანობას.
29 ივნისს გავრცელდა საბჭოს 63 წევრის (რედ. სულ საბჭო 88 წევრისგან შედგება) განცხადება, რომელშიც სასულიერო პირები ირანელ მომლაპარაკებლებს მოუწოდებდნენ მტკიცედ დაეცვათ უზენაესი ლიდერის მიერ დასახელებული "წითელი ხაზები." მიუხედავად იმისა, რომ განცხადება ფორმალურად ირანელ ხალხს მიემართებოდა, ის შესაძლოა აღქმული იყოს როგორც პირდაპირი გაფრთხილება მომლაპარაკებელთა გუნდისთვის.
ასევე ნახეთ
ირანის მესამე "გუშაგთა" რესპუბლიკა - რა შეცვალა ომმა, რას შეცვლის ზავი?რამდენიმე საათის დაგვიანებით ექსპერტთა საბჭოს სამდივნოში განმარტეს, რომ განცხადება არ წარმოადგენს ორგანოს ოფიციალურ პოზიციას და მას "უჩვეულო და არაკონვენციური" უწოდეს.
უკვე მომდევნო დღეს ირანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (IRIB) მოულოდნელად გათიშა პარლამენტის სპიკერთან და ირანული დელეგაციის ხელმძღვანელთან, მოჰამად ბაყერი ყალიბაფთან ჩაწერილი ინტერვიუ. ინტერვიუ იმ მომენტში გაწყდა, როდესაც ყალიბაფი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ირანის ფინანსური აქტივების განბლოკვის შესახებ საუბრობდა.
მეჯლისის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ჩანაწერი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში გაშვებამდე 2 საათით ადრე მიაწოდეს. ინციდენტმა წარმოშვა ხმები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები ეწინააღმდეგებიან ამერიკასთან შეთანხმებას და ირანული დელეგაციას დასუსტებას ცდილობენ.
ასევე ნახეთ
ირანელები კიდევ უფრო გაღატაკდნენ ომით დანგრეული ეკონომიკის პირობებშიანალიტიკოსი, რომელიც წლებია თვალს ადევნებს ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ ფრაქციებს, ამბობს რომ აღნიშნული ინციდენტები განსხვავებული ფორმის მიუხედავად ერთ მთავარ ამბავზე მიუთითებს: ალი ხამენეის პერსონალური ძალაუფლებისა და დისციპლინის დამყარების უნარის გარეშე, სხვადასხვა ინსტიტუტი ცდილობს გაზარდოს საკუთარი წონა და ჩამოაყალიბოს შიდა ნარატივი.
"ამ ამბებისგან შეგვიძლია 2 განსხვავებული გზავნილი გამოვიტანოთ" - ამბობს რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან, რადიო ფარდასთან საუბარში, გაერთიანებულ სამეფოში მოღვაწე პოლიტიკის ანალიტიკოსი, ბაბაქ დორბეიქი.
ექსპერტთა საბჭოს წევრების განცხადებაზე საუბრისას ბორდეიქი ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მოჯთაბა ხამენეისთვის მომგებიანია. ბორდეიქის თქმით, ექსპერტთა განცხადება საშუალებას აძლევს მოჯთაბა ხამენეის დაანახოს ვაშინგტონს, რომ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით შეზღუდულია, ხოლო განცხადების არაოფიციალური ფორმა მას მანევრისთვის სივრცეს უტოვებს. შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მოვლენა გამძაფრებულ ფრაქციულ დაპირისპირებაზე მიუთითებს.
"ეს პრაქტიკულად მთლიანი ინსტიტუციის განცხადებაა" - ამბობს დორბეიქი და ვარაუდობს, რომ ის განზრახ გაავრცელეს არაოფიციალური არხებით, რადგანაც ამდენად ბუნდოვანი განცხადება ვერ გაივლიდა სამდივნოს ცენზს.
ასევე ნახეთ
საიდან დავიწყეთ და სად ვართ ახლა - ირანის შეთანხმებაექსპერტის შეფასებით, საქმე გვაქვს ერთის მხრივ იდეოლოგიზებულ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული ჯგუფთან, რომელიც უპირისპირდება უფრო პრაგმატულად განწყობილ, რეალისტების ფრთას, რომელთა პოპულარობაც მზარდია.
ე.წ. ულტრა-კონსერვატორები ყურადღებით სწავლობენ აშშ-სთან გაფორმებულ შეთანხმებას, ხოლო ვაშინგტონში ყურადღებით აკვირდებიან ირანელი მაღალჩინოსნების რეაქციას მემორანდუმზე.
ულტრაკონსერვატორები ამბობენ, რომ ირანი საერთოდ არ უნდა შესულიყო მოლაპარაკებებში და დელეგაციის წევრებს ადანაშაულებენ იმ უპირატესობების განიავებაში, რაც მათი აზრით, ირანმა 28 თებერვლის შემდეგ, აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო კამპანიის დაწყების შემდეგ მოიპოვა.
შედარებით უფრო ზომიერი კონსერვატორები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და ამბობენ, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი უფრო მომგებიანია ირანისთვის, ვიდრე ამერიკისთვის.
ასევე ნახეთ
რა წერია ირანის სამშვიდობო გეგმაში? - ვაშინგტონის და თეირანის ვერსიებისაფრანგეთში მოღვაწე ანალიტიკოსის, რეზა ალიჯანის თქმით, მთავარი კითხვაა - სრულად დაუჭერს თუ არა მხარს უზენაესი ლიდერი მომლაპარაკებელთა გუნდს, თუ მამამისის მსგავსად ყველა ფრაქციის დაკმაყოფილებას შეეცდება.
ალიჯანის თქმით, მოჯთაბა ხამენეის ადრეულ განცხადებებთან შედარებით მის ბოლო გზავნილებში უფრო მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ დელეგაციას მოლაპარაკებებში მონაწილეობის ნებართვა თვითონ მისცა.
მოჯთაბა ხამენეის შედარებით ახალგაზრდა ასაკის (რედ. 56 წელი) გათვალისწინებით ალიჯანის მიაჩნია, რომ მამის მსგავსი ავტორიტეტისა და ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის მოჯთაბას წლები დასჭირდება.
მანამდე, მოსალოდნელია, რომ დასავლეთთან მიმართებით მოჯთაბა შეინარჩუნებს მამის მსგავს 2-ბილიკიან მიდგომას: ერთის მხრივ მოლაპარაკებების კურთხევას და მეორეს მხრივ ახლო კოორდინაციას ულტრა-კონსერვატორებთან, რათა ისინი არ გაუცხოვდნენ.
აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმება არ არის მორიგი დაპირისპირება ულტრა-კონსერვატორებსა და რეფორმისტებს შორის - ეს არის მნიშვნელოვანი ტესტი იმის შესახებ, თუ რამდენად დამოუკიდებლები შეიძლება იყვნენ ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ინსტიტუტები, იქნება ეს სასულიერო თუ სამხედრო ელიტა, იმ პირობებში, როდესაც აღარ არსებობს ძალაუფლების ერთი უპირობო ცენტრი.