იუგოსლავიის სახელმწიფო უსაფრთხოების ადმინისტრაციას - UDBA-ს ჰქონდა ინფორმატორებისა და თანამშრომლების ფართო ქსელი. მისი ამოცანა იყო პოლიტიკური ოპოზიციის მეთვალყურეობა, კონტროლი, დისიდენტებისა და რეჟიმის კრიტიკოსების დაშინება. იუგოსლავია აღარ არსებობს, UDBA-ს ფაილები კი 3 ათწლეულზე მეტია დავის საგანია.
კოსმა შეკითხვებს პირდაპირი პასუხები არ გასცა. ბრალდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2024 წელს ევროპარლამენტში წარადგინეს სლოვენიელი ავტორის, იგორ ომერზას წიგნი „კომისარი“. წიგნი იმ პერიოდს ეხება, როდესაც მარტა კოსის სამშობლო, სლოვენია იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო და თავად კი, 20 წლის ასაკში ჟურნალისტად მუშაობდა.
ბრალდებები იმის შესახებ, რომ მარტა კოსი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი იყო, მას შემდეგ გაისმა, რაც 2024 წელს ევროპარლამენტის შენობაში გაიმართა სლოვენიელი ავტორის, იგორ ომერზას წიგნის „კომისარი“ (Komesarka) პრეზენტაცია.
იმ პერიოდში სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც ექვს რესპუბლიკასა და ორ ავტონომიურ პროვინციას მოიცავდა, მოქმედებდა ერთი უსაფრთხოების სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების ადმინისტრაცია, ბევრად უფრო ცნობილი აბრევიატურით - UDBA.
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ამ საკამათო რეპუტაციის სტრუქტურიდან შვიდი დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა. თუკი ვინმეს კავშირი ჰქონდა ყოფილი იუგოსლავიის უსაფრთხოების ორგანოებთან, დღეს ამის დადგენა რთულია.
2021 წლის ევროპარლამენტის რეზოლუცია ყოფილი იუგოსლავიის არქივების გახსნას მოითხოვდა, განსაკუთრებით UDBA-ს ფაილებზე იყო საუბარი.
აღმოსავლეთ გერმანიამ, ჩეხეთმა და პოლონეთმა არქივები 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დემოკრატიზაციის ტალღის ფონზე გახსნეს.
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტების, ომებისა და ნგრევის შედეგად ჩამოყალიბდნენ, დემოკრატიზაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ტრანსფორმაციის პროცესი უფრო ნელი რბოლა იყო წინაღობებით, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში.
რა მოხდა სლოვენიაში?
ისტორიკოს მარიო პრევიშიჩის თქმით, სლოვენია იყო პირველი ქვეყანა, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ არქივებისა და ფაილების გახსნას შეუდგა.
„ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო ისტორიკოსებისთვის და პროფესიული წრეებისთვის, მაგრამ ასევე პოლიტიკისთვისაც“, - ამბობს პრევიშიჩი.
დღეს ეს დოკუმენტები ინახება სლოვენიის რესპუბლიკის არქივში.
სლოვენიელი ისტორიკოსი ბოჟო რეპე რადიო თავისუფლების კითხვაზე, წერილობით პასუხში აღნიშნავს:
„არქივები სრულად არ არის შემონახული და არც ის ვიცით, საერთოდ რამდენი დოკუმენტი არსებობდა, რადგან მასალა სულ მცირე ორჯერ გაიწმინდა - საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელის, ალექსანდარ რანკოვიჩი სოციალისტური იუგოსლავიაში მეორე ადამიანი იყო 1966 წლამდე — ბრიონის პლენუმამდე, როდესაც იგი ყველა თანამდებობიდან გადააყენეს იმ ბრალდებების გამო, რომ თითქოს ტიტოს უსმენდა და პარტიის „კურსიდან უხვევდა“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რანკოვიჩი იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურის პირველი პირი გახდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო სახელმწიფოს უსაფრთხოების აპარატზე., გადაყენების შემდეგ, 1960-იანი წლების ბოლოს და შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც, არსებული ცნობებით, დაახლოებით 17 000 ფაილი განადგურდა.“
უცნობია, თუ რამდენი ინფორმატორი (დამსმენი) ჰყავდა UDBA-ს (იუგოსლავიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს).
არ არის ცნობილი, რამდენი ინფორმატორი ჰყავდა UDBA-ს. რეპეს თქმით, ასევე უცნობია, რა იყო საიდუმლო პოლიციის ჩანაწერებში თავდაპირველად და რა დაემატა, შეიცვალა ან წაიშალა მოგვიანებით, განსაკუთრებით პოლიტიკური ანგარიშსწორებების მიზნით, ძირითადად მემარცხენე-ლიბერალი პოლიტიკოსების, მაგრამ ზოგჯერ მემარჯვენეების წინააღმდეგაც.
1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ლიუბლიანაში დაფუძნებული სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტო (SOVA) გახდა ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური.
გოლი-ოტოკის ცენტრალური შენობა ხორვატიაში.
ხორვატია: ახალი სახელი, ძველი ადამიანები
ხორვატიაში უსაფრთხოების სექტორმა 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ რამდენიმე ტრანსფორმაცია განიცადა. 2006 წლიდან ფუნქციონირებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო (SOA).
ისტორიკოსი მარტინ პრევიშიჩი, წიგნის „გოლი-ოტოკი - ისტორია“ ავტორი, აღნიშნავს:
„ხორვატიაში, როგორც ევროპის ნებისმიერ რეფორმირებულ ქვეყანაში, არსებობს სხვადასხვა სადაზვერვო სააგენტო, რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები და მიზნები აქვთ.“
მისი წიგნი ეფუძნება UDBA-ს არქივების მრავალ დოკუმენტს და ყოფილი პატიმრების ჩვენებებს.
გოლი-ოტოკი იყო იუგოსლავიის პოლიტიკური პატიმრების ციხე და შრომითი ბანაკი.
პრევიშიჩი იხსენებს ერთ ამბავს, რომელიც მოისმინა ყოფილი პატიმრისგან.
კაცი 1948 წელს დააპატიმრეს როგორც „იბეოვაცი“ (იბეელი) არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს 1948 წლის საინფორმაციო ბიუროს (ინფორმბიუროს — IB) რეზოლუციით გათვალისწინებული პოლიტიკის მომხრეს, ანუ სტალინის მხარდამჭერს ტიტოსთან კონფლიქტში. (ინფორმბიუროს მხარდამჭერი). მან დაიმახსოვრა ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკანში შეუყვანეს.
ოთხმოცი წლის შემდეგ, 1991 წელს, დამოუკიდებელი ხორვატიის ტელევიზიით მან ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი იხილა. მის გვერდით იდგა კაცი თეთრ კოსტიუმში, რომელიც ყოფილ პატიმარს ეცნო - ეს იყო იოსიპ მანოლიჩი, ხორვატიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და სწორედ ის ადამიანი, რომელიც 1948 წელს მის საკანში შევიდა.
მანოლიჩმა 1995 წელს HRT-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
იოსიპ მანოლიჩი: მთელი აპარატი მემკვიდრეობით იქნა გადმოღებული...
„ხორვატიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო, რომ ყველა ინსტიტუტი იმ შემადგენლობით გადმოგვეღო, როგორითაც ისინი სოციალისტურ ხორვატიაში ფუნქციონირებდა. არ უნდა ყოფილიყო რევანშიზმი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს პროფესიონალურად ასრულებდნენ.“
პრევიშიჩი დასძენს:
„მთელი აპარატი მემკვიდრეობით გადმოიღეს და მეტ-ნაკლებად იგივე როლი შეინარჩუნა, რაც იუგოსლავიაში ჰქონდა.“
მისი თქმით, „გულუბრყვილოა“ წარმოდგენა, რომ 1991 წელს სრული წყვეტა მოხდა.
„დიახ, იუგოსლავია დაიშალა, ძველი იდეოლოგია დამარცხდა და ახალი პარადიგმები გაჩნდა, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - მთელი სისტემა ძველი რეჟიმიდან გადმოიღეს.“
სლოვენიის მსგავსად, ხორვატიამაც გახსნა UDBA-ს არქივები. ხელმისაწვდომი გახდა 15 000–20 000 ფაილი, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისამდე იყო შეგროვებული.
დღეს ეს დოკუმენტები ხორვატიის სახელმწიფო არქივში ინახება.
მათ შორისაა ომის დამნაშავედ მსჯავრდებული ვოისლავ შეშელის და ხორვატიის პირველი პრეზიდენტის, ფრანიო ტუჯმანის ფაილებიც.
მონტენეგრომ არქივების მცირე ნაწილი გახსნა
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს არქივების გახსნის დადებით შედეგებს, ზოგ ქვეყანაში UDBA-ს ფაილები კვლავ დახურულია.
ასეა მონტენეგროშიც.
ეროვნულმა უსაფრთხოების სააგენტომ (ANB), რომელიც 2005 წელს შეიქმნა, მხოლოდ იმ მასალების ნაწილი გახსნა, რომლებიც 1948 წლამდე პერიოდს ეხება - OZNA-ს საქმიანობის ადრეულ ფაზასა და UDBA-ს ჩამოყალიბების დასაწყისს.
ადვოკატი ნიკოლა ანგელოვსკი, რომელმაც ორი წლის წინ პარლამენტს ფაილების გახსნის შესახებ კანონის მიღება მოსთხოვა, მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის.
ნიკოლა ანგელოვსკი: საუბარია არქივზე, რომელიც მოიცავს ომის შემდგომი კომუნისტური უსაფრთხოების სისტემის ყველაზე ადრეულ პერიოდს...
„გახსნა სიმბოლურ და შეზღუდულ ხასიათს ატარებს. ეს არქივი მოიცავს მხოლოდ ომისშემდგომი კომუნისტური უსაფრთხოების სისტემის ყველაზე ადრეულ პერიოდს.“
მისი თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანი პერიოდები - 1950-იანი, 1960-იანი, 1970-იანი, 1980-იანი წლები და 1990-იანი წლების გარდამავალი ეტაპი - კვლავ დახურულია.
ანგელოვსკი აღნიშნავს, რომ მონტენეგროს დღემდე არ აქვს არც ლუსტრაციის კანონი და არც საჯარო სამსახურისა და სპეცსამსახურების ვეტინგის სამართლებრივი ჩარჩო.
გერმანიის საიდუმლო პოლიციის მაგალითი აჩვენებს, რომ ინფორმატორები საზოგადოების ყველა სფეროს შესახებ აწვდიდნენ ცნობებს და საკუთარ მეგობრებსა და მეზობლებსაც კი უთვალთვალებდნენ.
სერბეთი არქივებს არ ხსნის
სერბეთში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საიდუმლო სამსახურების ფაილებს გახსნიდნენ.
ეს დაპირება ჰქონდა სერბეთის დემოკრატიულ ოპოზიციას (DOS), რომელმაც 2000 წელს სლობოდან მილოშევიჩი დაამარცხა.
2001-2003 წლებში მოქმედებდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ფაილებზე შეზღუდულ წვდომას ითვალისწინებდა.
დაახლოებით 8 000 ადამიანმა მიმართა, თუმცა წვდომა მხოლოდ 420-ს მიეცა.
მათ შორის იყო მწერალი დრაგოსლავ მიხაილოვიჩი, რომელმაც 2012 წელს განაცხადა, რომ 1990 წლამდე მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მისი თქმით, ფაილებში გადახაზული იყო იმ ადამიანების სახელები, რომლებიც მის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.
სერბეთს ჯერ კიდევ არ გაუხსნია საიდუმლო დოკუმენტები და არც ის არის ცნობილი, თუ რამდენი მათგანია მის მფლობელობაში.
მოქალაქეს საკუთარი ფაილის ნახვა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლის თანდასწრებით შეეძლო და ვალდებული იყო ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოდ შეენახა.
მოგვიანებით დადგენილება გაუქმდა, როგორც არაკონსტიტუციური.
დღემდე სერბეთს საიდუმლო დოკუმენტები არ გაუხსნია და უცნობია, რამდენი მათგანი არსებობს.
ბელგრადის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი პრედრაგ პეტროვიჩი ამბობს, რომ აუცილებელია განისაზღვროს, რა მიზანს ემსახურება ფაილების გახსნა - ლუსტრაციას, წარსულთან გამკლავებას, სისხლის სამართლის დევნას თუ ყველაფერს ერთად.
მისი შეფასებით:
პრედრაგ პეტროვიჩი: სერბეთის საიდუმლო სამსახური დაარსების დღიდან მხოლოდ წარუმატებლობებს აგროვებდა...
„ბევრი ადამიანი, რომელიც ახალ დემოკრატიულ ხელისუფლებაში აღმოჩნდა, სავარაუდოდ, თავადაც თანამშრომლობდა უსაფრთხოების სამსახურებთან. მათთვის ფაილების გახსნა არასასურველი იქნებოდა.“
დღეს სერბეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სააგენტო (BIA) 30 წელზე ძველ დოკუმენტებს ეტაპობრივად გადასცემს სერბეთის არქივს.
თუმცა მოქმედი ოპერატიული არქივი, ე.წ. „ცოცხალი ფაილები“, კვლავ BIA-ს შტაბ-ბინაში ინახება და მათი რაოდენობა სახელმწიფო საიდუმლოა.
სერბეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოს შტაბ-ბინა, ბელგრადი (ფოტოარქივი).
კოსოვოს საკითხი
დამოუკიდებლობამდე კოსოვოს საკუთარი სადაზვერვო სამსახური არ ჰყავდა და სერბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იყო.
UDBA აკვირდებოდა პოლიტიკურ აქტივისტებსა და რეჟიმის ოპონენტებს. არსებობს რეპრესიებისა და პოლიტიკური მკვლელობების დოკუმენტირებული შემთხვევებიც.
ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია კოსოვოელი ალბანელი უფლებადამცველის, ენვერ ჰადრის, მკვლელობა 1990 წელს ბრიუსელში.
2016 წელს ბელგიურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა იუგოსლავიის უსაფრთხოების სამსახურმა შეუკვეთა და სერბეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილ წევრს, ბოჟიდარ სპასიჩს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მიუხედავად ამისა, სპასიჩი სერბეთში თავისუფლად ცხოვრობს და საჯარო ღონისძიებებშიც მონაწილეობს.
დღეს კოსოვოში მოქმედებს კოსოვოს დაზვერვის სააგენტო (AKI), რომელიც 2008 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ შეიქმნა.
უცნობია, რა ბედი ეწია UDBA-ს იმ არქივს, რომელიც კოსოვოში ინახებოდა.
ბოსნიის სირთულე
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის შემდეგ უსაფრთხოების სექტორმა მრავალი რეორგანიზაცია განიცადა.
2004 წელს შეიქმნა ბოსნია და ჰერცეგოვინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტო (OSA), რომელმაც ადრე შექმნილი სტრუქტურები გააერთიანა.
ბოსნია და ჰერცეგოვინაში მოხდა რამდენიმე ტრანსფორმაცია და სხვადასხვა სააგენტოს რამდენიმე გაერთიანება.
ყოფილი დაზვერვის თანამშრომელი და უსაფრთხოების ექსპერტი აჰმედ კიჩო აღნიშნავს, რომ UDBA-ს ფაილების თემა ხშირად მანიპულაციებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების საგანი ხდება.
მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოთხოვნა ინფორმაციის თავისუფლების კანონის საფუძველზე შეუძლიათ.
აჰმედ კიცო: მონაცემების გამოთხოვა შესაძლებელია „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კანონის საფუძველზე...
თუმცა, იგი ხაზს უსვამს, რომ საიდუმლო მასალებზე სრულფასოვანი წვდომისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის, ლუსტრაციის შესახებ კანონი.
ჩრდილოეთ მაკედონიამ ყველა ფაილი გახსნა
2001 წელს მიღებულმა კანონმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ნებისმიერი ფაილის გახსნა შესაძლებელი გახადა, თუ ამის მოთხოვნა არსებობდა.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პავლე ტრაიანოვი განმარტავს:
„ადამიანს შეუძლია გაიგოს, ვინ უსმენდა, ვინ იყო ინფორმატორი და რას წერდნენ მასზე.“
ჩრდილოეთ მაკედონიამ დაახლოებით 14 000 ფაილი გახსნა.
ტრაიანოვის თქმით, დღეს ეს საკითხი პოლიტიკურ იარაღად აღარ გამოიყენება.
მისი შეფასებით, UDBA-ს მუშაობის სისტემა მთელ იუგოსლავიაში - სლოვენიიდან მაკედონიამდე - თითქმის იდენტური იყო, თუმცა თანამშრომლობის მოტივები განსხვავდებოდა.
„ბევრ ადამიანს სამსახურთან თანამშრომლობა უწევდა. ზოგი კარიერისთვის, ზოგი ფულისთვის. ზოგი შანტაჟით აიძულეს. მოტივები სხვადასხვაგვარი იყო,“ - ასკვნის ტრაიანოვი.
დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი თანამშრომლობდა UDBA-სთან მისი არსებობის ათწლეულების განმავლობაში.
ტექსტზე მუშაობდნენ: ზორან გლავონიჩი, სანდრა ცვეტკოვიჩი და ჯენანა ჰალიმოვიჩი.