კახელი პრემიერის იმერული ესკიზები - ფეისბუკის რეაქცია

ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის პირველ შეხვედრაზე გადაღებული კადრი სწრაფად იქცა მიმად.

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. 16 მარტს იგი საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომას დაესწრო, გუშინ კი ორჯერ შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ითავა.

ამ ფონზე, პირველი ფოტო-ვიდეოსესიის დროს ღარიბაშვილის პოზამ და გამომეტყველებამ ფეისბუკის მომხმარებლები მოლაპარაკებების შინაარსზე მეტად შთააგონა.

  • ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგზე ვინც დაფიქრდა, უმცირესობაში არიან.

  • სამაგიეროდ, ზოგს ფოტო მარადიულ კითხვებს ახსენებს.

  • ზოგი მის მიღმა რელიგიურ მოტივებს ხედავს.

  • ზოგი კი ხედავს მსგავსებას ირაკლი ღარიბაშვილს, კიანუ რივზს, მენი მონტანასა და კირსტენ სტიუარტს შორის.

ფეისბუკ-ჯგუფი "სამიმეთი"

  • ზოგს ბავშვობის ტრავმები გაახსენა.

ფეისბუკ-ჯგუფი "სამიმეთი"

  • ზოგი იმაზე დაფიქრდა, რას გრძნობდა პრემიერი შარლ მიშელთან შეხვედრისას.

  • ზოგმა იეჭვა, რომ პრემიერი შველას ითხოვს.

  • ზოგი გვახსენებს, რომ ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს, რადგან არასოდეს იცი, რა შეგხვდება…

  • ზოგმა კი უბრალოდ „ჩააფოტოშოპა“ ირაკლი ღარიბაშვილი „იმერულ ესკიზებში”.

სტოპ-კადრი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრიდან პირველად „მთავარმა არხმა” გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ფოტოს 4 ათასზე მეტი რეაქცია, ათასზე მეტი კომენტარი და ორასზე მეტი გაზიარება აქვს.