კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეები გეი პრაიდისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ

Your browser doesn’t support HTML5

23 ივნისს კიევში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გეი პრაიდის აღლუმში. მარში ყველაზე ხალხმრავალი იყო კიევში აქამდე ჩატარებულ მსგავს აღლუმებს შორის. მის მონაწილეებს იცავდა პოლიცია, რომელიც ერთ შემთხვევაში იძულებული გახდა საქმეში ჩარეულიყო, როცა საწინააღმდეგო აქციის წევრები პრაიდის მონაწილეებთან ხელჩართული ბრძოლის გამართვას შეეცადნენ.