ჟურნალისტის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას ამ საკითხზე, დღეს, 16 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე“.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.
„არც გვაინტერესებს“ - ირაკლი კობახიძე
დამაზუსტებელ კითხვაზე, „ამ დოკუმენტს ხომ ვერსად გაასაჩივრებს“, „ეს არის დასკვნა, რომლის წაღებაც შეუძლია [რომის წესდების ხელმომწერ] ნებისმიერ ქვეყანას ჰააგის სასამართლოში“, მან უპასუხა:
„არც გვაინტერესებს. ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს. ამ ანგარიშის ავტორს პირი უბრუნდება და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება“.
ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 2026 წლის 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი შიდა საქმეებში ჩარევად და მედიაზე ზეწოლად შეაფასა.
ასევე ნახეთ „იმედი“ სანქცირების შემდეგ ამბობს, რომ „იმედის ბანკს“ შექმნის„ვერავის შეაშინებთ“
„ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო... არც ჰააგისა არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ „ჰააგის“ ხსენებისას გულისხმობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„არ ვიცი... იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ... ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა... ეს არის მთლიანად პოლიტიკური დასკვნა“.
მოგვიანებით მან კითხვაზე, გეგმავს თუ არა რომის წესდებაზე ხელმოწერის გაუქმებას, პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს „არაფრის დატოვებას“.
რა წერია ICC-ზე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში
ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
12 მარტს გამოქვეყნებული მექანიზმი, „რომის წესდებაზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ „წესდების“ ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).
„რომის წესდების ხელმომწერმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), - პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით“, - წერია ერთ-ერთ რეკომენდაციაში.
- ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ეუთოსა და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ მთავრობის სახელით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ანგარიშის გამო.
- ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ ანგარიში შეიცავს ისეთ რეკომენდაციებსაც, რომლებიც „სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს“.
- ხელისუფლების შეფასებით, ეს რეკომენდაცია „არა მხოლოდ სცდება მისიის მანდატს, არამედ სრულიად არარელევანტურია“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურამ 13 მარტს დაიწყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიება.
საქმე ეხება ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების მიერ ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნას.
ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოში(ICC) დაიწყო გამოძიება ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ