კომუნიკაცია ტყუილის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და არამხოლოდ - პოლიტიკოსები, უცხოელი სტუმრები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 24 სექტემბერს პარლამენტში სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე შეიკრიბნენ. პოლიტიკოსები და ექსპერტები მსჯელობდნენ, როგორ უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ ეფექტიანი კომუნიკაცია, ერთი მხრივ, ხალხთან და, მეორე მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან იმისათვის, რომ გზები გადაუკეტონ დეზინფორმაციას. ცრუ ინფორმაცია პრობლემაა არამხოლოდ საქართველოსთვის. მასთან ბრძოლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნატოსა და ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკაშიც. ახალ გზას მიაგნო, მაგალითად, ლიეტუვამ.