კორონავირუსის შიშით დაცარიელებული პრაღა

13 მარტი. პრაღის სასახლის („პრაჟსკი ჰრადის“) მთავარი კარიბჭე. სასახლე დაიკეტა და მის მცველებს უბრძანეს დაეტოვებინათ თავიანთი საგუშაგოები.

თანამედროვე პრაღის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა პრაღის სასახლის დახურვა და საგუშაგოზე მდგარი დაცვის მიერ პოსტის დიდი ხნით დატოვება.

ორი ტურისტი ერთმანეთს უღებს ფოტოს „პრაჟსკი ჰრადის“ მახლობლად მდებარე გადასახედ მოედანზე, სადაც, ჩვეულებრივ, უამრავი ადამიანი ირევა.

ტურისტები პრაღის მალა სტრანას რაიონში მდებარე დაცარიელებულ კოლონადაში.

ქალები ქირურგიული ნიღბებით, მათ შორის ერთ-ერთს ჩვილი ბავშვი მიჰყავს.

ოფიციანტი ქალი კაფეს კარებზე წერს ახალ სამუშაო საათებს. 13 მარტიდან რესტორნებსა და ბარებს 20:00 საათამდე უნდა ემუშავათ, მაგრამ 14 მარტს ჩეხეთის მთავრობამ 10 დღის განმავლობაში საერთოდ აუკრძალა მუშაობა ასეთ დაწესებულებებს.

პრაღის ძველ ქალაქში მდებარე რესტორანი. 13 მარტს, 19:13 საათისთვის, როდესაც ფოტოა გადაღებული, მასში მხოლოდ ორი კლიენტი იმყოფებოდა.

მომკელის შემზარავ კოსტიუმში გამოწყობილი უკრაინელი კაცი ძველ ქალაქში რუსულ ენაზე ატარებს ექსკურსიას „პრაღის ლეგენდებზე“.გიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა 75 %-ით შემცირდა იმასთან შედარებით, რაც ვირუსის ეპიდემიამდე იყო.

ტურისტებით ყველაზე უფრო გადატვირთული ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი პრაღის შუაგულში.

ქალს სუნთქვისას სახეზე თავსაფარი აქვს აფარებული. პრაღა, მალა სტრანა.

ავტობუსში გაკრული ეს წარწერა მგზავრებს აფრთხილებს, არ მიუახლოვდნენ მძღოლს.

შეიარაღებული დაცვა პრაღის სასახლის წინ ცარიელ ეზოში.

ქირურგიულ ნიღაბაფარებული ტურისტები ერთმანეთს ფოტოებს უღებენ „პრაჟსკი ჰრადის“ მახლობლად.

ნაროდნი ტრჟიდას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „კვადრიოს“ დაცარიელებული კვების ობიექტები რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც 13 მარტს, 20:00-ის შემდეგ, მათი დახურვის დადგენილება ამოქმედდა.

პრაღის ცნობილი კარლის ხიდი შებინდებისას.

პრაღის ძველ ნაწილში მდებარე ცარიელი რესტორანი საღამოს.

კაცი ხურავს თავის რესტორანს ძველ ქალაქში მალევე საღამოს 20:00 საათის დადგომის შემდეგ.

ანტიბაქტერიული საპნისა და სადეზინფექციო საშუალებების დაცარიელებული დახლი ნაროდნი ტრჟიდაზე მდებარე სუპერმარკეტ „ტესკოში“. სხვა მხრივ, სუპერმარკეტში სურსათის ნაკლებობა არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით გარკვეული ხორცპროდუქტების დეფიციტს.

საღამოს 20:00 საათზე დახურული პრაღის ძველი ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალქუჩაზე მდებარე რესტორანი ღია ცის ქვეშ.

სამხრეთ პრაღაში მდებარე ცარიელი მეტროს სადგური ღამის 10 საათის დადგომამდე ცოტ ხნით ადრე.

ტურისტები ქირურგიული ნიღბებით მგზავრობენ პრაღის მეტროში. 17 მარტიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას ევალება ასეთი ნიღებების ტარება.

დაიხურა პანკრაცის სუპერმარკეტის კვების ობიექტებთან დამაკავშირებელი ესკალატორი მას შემდეგ, რაც 14 მარტიდან რესტორნები იძულებული გახდნენ, 10 დღით შეეწყვიტათ მუშაობა. 16 მარტისთვის ჩეხეთში კორონავირუსით დაავადების 298 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.