კოტორა - ქართული სპორტის ფოტომემატიანე

Your browser doesn’t support HTML5

კოტორა - სპორტის წრეებში ყველა ასე იცნობს ფოტორეპორტიორ ალექსანდრე კოტორაშვილს. სპორტული შეჯიბრებებისა თუ ღონისძიებების გადაღება მან გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე სპორტულ მოვლენებს. ალექსანდრე კოტორაშვილი დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება. არის ალექსანდრე როინიშვილის პრემიის, მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიისა და საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი. წლეულს კოტორას 75 წლის იუბილესა და სპორტში მუშაობის 55-წლიანი სტაჟის აღსანიშნავად მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და გამოიცა კრებული „ალექსანდრე კოტორაშვილის 100 ფოტო“.