ლუსტრაცია დამნაშავეების გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

ტოტალიტარულ წარსულს დღემდე მხოლოდ ეჭვები და ვარაუდები უკავშირდება. ლუსტრაციის ელემენტების შემცველი კანონი - „თავისუფლების ქარტია“ - საქართველომ 2011 წელს მიიღო, თუმცა საბჭოთა წარსულის მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კანონი პრაქტიკაში უმოქმედოა. კონკრეტული დამნაშავეების იდენტიფიცირების საშუალებას თითქმის არ იძლევა საბჭოთა დროის უშიშროების არქივი, რომელიც ათიათასობით ადამიანის მძიმე ისტორიას ინახავს. სახელმწიფო აცხადებს, რომ ლუსტრაციისთვის მნიშვნელოვანი მასალების ნაწილი ისევ რუსეთშია, ნაწილი კი 1990-იანი წლების დასაწყისში ხანძარმა გაანადგურა. სპეციალისტები პრობლემად მიიჩნევა იმ ფაქტსაც, რომ კომუნისტური პარტიის მსხვილი ფიგურები აღარ წარმოადგენენ „თავისუფლების ქარტიის“ სამიზნეს. შესაბამისად, მათთვის კვლავაც იოლია სახელმწიფოს სადავეებთან მისვლა.