მაგნიტოგორსკის კატასტროფის მონაწილეები შიშს გამოთქვამენ

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის საგანგებო ვითარებების სამინისტრო აცხადებს, რომ დასრულდა სამძებრო სამუშაოები ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ნაწილობრივ ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი. მსხვერპლის რიცხვმა 39-ს მიაღწია. სამინისტრომ სამძებრო ოპერაციის დასრულება, რომელშიც ასობით მაშველი მონაწილეობდა, 3 იანვარს გამოაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე, ახალი წლის დადგომის წინ, ჩაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი სექცია.